მთავარი » ფაილები » სპორტული » თამაშები

ევრო 2016: უელსი – ბელგია 3:1 (სრული მატჩი)
[ · გადმოწერა-download ] 04.07.2016, 08:07

უელსის ნაკრები საოცრებებს განაგრძობს. კოულმენის ბიჭებმა გარეთ ბეილის თამადობით არნახულ შედეგს მიაღწიეს. ცოტა ვინმე თუ იფიქრებდა, რომ უელსელები ოთხეულში მოხვდებოდნენ, არადა ამას ისე აკეთებენ, რომ ენა არ მოგიბრუნდება თქვა, არ ეკუთვნითო. უელსმა დამსახურებულად მოუგო ფავორიტ ბელგიას, რაც ცოტა თავად არასტაბილური ბელგიელების დამსახურებაც არის, თითქოსდა ბოლომდე ვერ გაიხსნა და შებოჭილი იყო ბელგია. უელსი კი პირველი გაშვებული გოლის შემდეგაც არ გატყდა და უფრო სწორი ფეხბურთის თამაშით და სულისკვეთებით ნახევარფინალამდე მიაღწია. ნახევარფინალში კი უელსს პორტუგალია ელოდება, რომელსაც ხუთიდან ერთი თამაშიც არ მოუგია (ძირითად 90 წუთში), ხოლო უელსმა ოთხი მატჩი მოიგო და თამაშითაც უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთიცაა: ერთმანეთის წინააღმდეგ რეალისტები: რონალდო და ბეილი დადგებიან.
და კიდევ: უელსელმა რობსონ-კანუმ გოლი გაიტანა, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში. გოლში, რომელშიც იდო საფეხბურთო აზროვნება და ოსტატური შესრულება.

უელსი-ბელგია 3: 1 (1: 1)
უელსი: ჰენესი, ჩესტერი, ვილიამსი, დევისი, ტეილორი, განტერი, ლედლი (კინგი 78), ალენი, რემზი (კოლინზი 90), ბეილი, რობსონ-კანუ (ვოუქსი 80)
მწვრთნელი: კრის კოულმენი

ბელგია: კურტუა, მუნიე, ალდერვაირელდი, დენაიერი, ჯ.ლუკაკუ (მერტენსი 75), ვიტცელი, ნაინგოლანი, დე ბრუინი, აზარი, კარასკო (ფელაინი 46), რ.ლუკაკუ (ბატშუაი 83)
მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი

გოლები: 0: 1 ნაინგოლანი (13), 1: 1 ვილიამსი (31), 2: 1 რობსონ-კანუ (55), 3: 1 ვოუქსი (86)

გაფრთხილება: დევისი (5), ჩესტერი (16), განტერი (25), ფელაინი (59), რემზი (75), ალდერვაირელდი (85)
მსაჯი: სკომინა (სლოვენია)
კატეგორია: თამაშები | დაამატა: gogli
ნანახია: 553 | ჩამოტვირთვები: 179 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar
MyTops.In saitebi.biz Рейтинг@Mail.ru
Загрузка...